კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - "ხვალ, 2 ივნისს, კომპანია „რუსთავის წყალი“, ხრამის სათავე ნაგებობაზე, მაღალი ძაბვის ელექტორგადამცემ ხაზზე, გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ხრამის სათავე ნაგებობას, რის გამოც ხვალ, 2 ივნისს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას.
კომპანია „რუსთავის წყალი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს".