მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების მიერ მოგებული სასამართლო პროცესების მიხედვით, ადგილობრივმა ბიუჯეტმა 53 000 ლარი იზარალა. მიხეილ თათარაძემ მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა, მერის გადაწყვეტილებით, 2015 წელს დატოვა. ფაქტის გასაჩივრების შემდეგ, სასამართლომ მიხეილ თათარაძის მიერ შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა. თათარაძის განცხადებით, ის სამსახურში დაბრუნებას აპირებს, გარდა ამისა მას აუნაზღაურდება ის სამუშაო საათები რა დროდანაც გათავისუფლდა, რომელიც 28 000 ლარს შეადგენს.
თინათინ ლოცულაშვილი #40 საბავშვო ბაგა-ბაღის გამგის პოზიციიდან 2015 წელს გაათავისუფლეს. ლოცულაშვილმა ფაქტის სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლოცულაშვილი უკვე რადენიმე თვეა აღნიშნული ბაგა-ბაღის გამგის პოზიციაზე აღდგენილია. მას აუნაზღაურდა სამუშაო საათებიც რა დროსაც პროცესი სასამართლოში მიმდინარეობდა, რამაც 15 000 ლარს შეადგინა.
მაია ნადირაშვილი, 2 წლის წინ ბაგა- ბაღების გაერთიანების უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ნადირაშვილმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი, პროცესის მოგების შემდეგ, მას აუნაზღაურდა სამუშაო საათები, რაც 10 000 ლარს შეადგენს.
ამ დროისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში, ყოფილი მაღალი თანამდებობის, კიდევ 3 პირია. გოჩა ლორია, მერის ყოფილი მოადგილე, ირმა მესხი ააიპ კორპუსის ხელმძღვანელი და სოსო შველიძე ააიპ იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი. ისინი თანამდებობებიდან 2016 წელს გაათავისუფლეს.
სასამართლო პროცესები დაახლოებით 20 თვის განმავლობაში გრძელდება. იმ შემთხვევაში თუ გოჩა ლორია, ირმა მესხი და სოსო შველიძე, სასამართლო პროცეს მოიგებენ, მათზე გასაცემმა თანხამ შესაძლოა 100 000 ლარი შედგინოს. (თანხის ოდენობა დამოკიდებულია სასამართლო პროცესის ვადებზე).
სასამართლოში მსგავსი მოთხოვნით სარჩელი შეტანილი აქვს მერიის სხვადსხვა სამსახურების კიდევ 10 -მდე თანამშრომელს.
იმ პირებზე გაცემულმა თანხამ, ვინც სასამართლო პროცესი უკვე მოიგო და გადაწყვეტილების მოლოდინში მყოფ პირებზე გასაცემმა თანხამ, შესაძლოა ჯამში 200 000 ლარამდე მიაღწიოს.