ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში პირველი ღონისძიება უკვე გაიმართა. ბავშვები ქვემო ქართლის სამხარეო ადმინსტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ და სხვადასხვა აქტივოვებებში მიიღეს მონაწილეობა. მოეწყო ბავშვთა სურათების გამოფენა და ცარცით ხატვა, გარდა ამისა, რუსთავის რამდენიმე საბავშვო ანსამბლი მაყურებლის წინაშე სიმღერებით წარსდგა. ღონისძიებბებს მხარისა და ქალაქის ხელმძრვანელი პირებიც ესწრებოდნენ.
1 ივნისთან დაკავშირებით, რუსთავში ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.