თამაში, რომელიც მოზარდებს სუიციდისკენ უბიძგებს

2017-06-01 10:29:08

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ინტერნეტ თამაში გამოჩნდა, რომელიც მოზარდებს სუიციდისკენ უბიძგებს. თამაშის შესახებ საერთაშორისო მედიაც წერს.
რუსეთში დარეგისტრირებული თამაში მოზარდებზეა გათვლილი, რომლის საშუალებითაც მოთამაშეებს ყოველდღიურად განსხვავებული დავალებები ეძლევათ. მათ შორის თვითდაზიანებების მიყენება, საშნელებათა ჟანრის ფილმების ყურება და შუაღამით გაღვიძება, ბოლოს კი თამაში მოზარდს მოკლეტექსტურ შეტყობინებას უგზავნის, რომლითაც თვითმკვლელობის ინსტრუქციას აძლევეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს, ასევე გამოძიება სსკ-ს 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.

შსს ინტერნეტმომხმარებლებს მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის ფართოდ გავრცელებისგან, რამაც, შესაძლოა, თავის მხრივ, მოზარდებში აღნიშნული თამაშის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა რუსთავში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს, მათი თქმით ბოლო პერიოდში მოტეხილობებით, ან ტრამვული მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებებში მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება, რუსთავში მსგავსი ფაქტის დაფიქსირებას უარყოფენ შსს-შიც.

იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოვარიდოთ ბავშვი მსგავს თამაშს, ფსიქოლოგი ქეთევეან ჭყოიძე გვესაუბრა. „ნებისმიერ საიტზე, რომელზეც ბავშვი შედის, მშობელი უნდა იყოს ინფორმირებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გვერდზე მიუჯდეს, მაგრამ მან უნდა გაიაროს იმ ადგილზე, როდესაც ბავშვი არის კომპიუტერტან, ნახოს რას თამაშობს ბავშვი, თვითონაც  ითამაშოს, რომ ნახოს რა სპეციფიკის თამასთან აქვს საქმე, ასევე მნისვნელოვანია შეუზღუდოს დრო კომპიუტერტან ჯდომის, ვინაიდან მთლიანად აკრძალვის რეკომენდაციას ვერ მივცემთ იმიტომ, რომ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელშიც ტექნოლოგიაა პიკზე და ტექნოლოგიის გარეშე შეუძლებელია ბავშვი განვითარდეს და ეს აუცილებელიცაა, მაგრამ უნდა იყოს შეზღუდული დრო. მეორე მიმართულება არის, რომ მშობელმა ბავშვი ჩააბას განმავითარებელ აქტივობებში, როგორიცაა სპორტი, გაისეირნონ ერთად პარკში ან ეზოში. გაიყვანოს ბავშვი, რომ ბავშვი მიეჩვიოს სხვა გარემოსაც და არ იყოს მხოლოდ სახლში კომპიუტერთან ... აუცილებლად უნდა აუხსნას მშობელმა, რომ ეს თამაში, რომელიც არ არის სასურველი, არ განავიტარებს მას, არაფერს ახალს არ მისცემს და თუ მას მოსქონს ხტუნვა და სპორტული აქტვობები, უთხრას  მას, რომ მიიყვანს რაიმე სპორტზე ან თუ სპორტზე მიყვანის საშუალება არ აქვს, მაშინ გაასეირნოს ისეთ ადგილზე, სადაც ბავშვი დაკავდება სირბილით და სხვა სპორტული აქტივობით“. ფსიქოლოგი საუბრობ იმაზეც, თუ როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვი ზემოთხსენებულ საშიშ თამაშს თამაშობს - „თუკი ბავშვი მალავს გარკვეულ საკითხებს ან ნივთებს, ან მესიჯებს ტელეფონში, ან არის ძალიან აგრესიული მშობლის ან ბავშვების მიმართ, ან თუ მიდის ეზოში, მოფარებულ ადგილზე, ან ეძებს რაღაცას გარეთ ან იგვიანებს, ეს არის გარკვეული მინიშნება, რომ უკვე ბავშვი არის ჩართული რაღაც საკითხში“ - აღნიშნავს ფსიქოლოგი.

უცხოური მედიის ინფორმაციით, თამაში რამდენიმე ასეული მოზარდის სიკვდილის მიზეზი ისეთ ქვეყნებში გახდა, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი და სხვ.