კოვიდ19-ით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა

2020-09-28 11:03:39

საქართველოში კორონავირუსული ინფექციით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის, განცხადებით ორი პაციენტი აჭარაში, ხოლო ერთი პაციენტი თბილისში მკურნალობდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ19-ით სულ 31 ადამიანია გარდაცვლილი.