ავარია გზაჯვარედინზე (ვიდეო)

2017-05-31 18:42:37

სუმგაით-მეტალურგიისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „ოპელის“ მარკის ავტომობილი და „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა. ავარიის დროს, მიკროავტობუსს, მგზავრები გადაჰყავდა. ავარიის შედეგად ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაშავდა. მას დახმარება რუსთავის სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟმა ადგილზე აღმოუჩინა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟიც. ნახეთ ვიდეო.