1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთავში გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი. როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის სახელოვნებო გაერთიანების ცენტრის ხელმძღვანელმა მარიკა ფიროსმანაშვილმა განუცხადა, 1 ივნისს რუსთავში ღონისძიები 11:00 საათიდან სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება. ადგილზე ბავშვთა სურათების გამოფენა და ცარცით ხატვა მოეწყობა, გარდა ამისა რამდენიმე საბავშვო ანსამბლი მაყურებლის წინაშე სიმღერებით წარსდგება.
16:00 საათზე რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა სახელწოდებით - "სამყარო ბავშვების თვალით" გაიხსნება.
17:00 საათიდან, სადღესასწაულო ღონისძიებები რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ჩატარდება. პატარებს პარკის ტერიტორიაზე ანიმატორები დახვდებიან, მათ ნაყინითა და ლიმონათით უფასოდ გაუმასპინძლდებიან და ფერად ბუშტებს დაურიგებენ.
17:00 სათზე ამფითეატრში ბავშვებისათვის დაიწყება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა, ფოლკლორის სკოლა, რევაზ ლაღიძის სახელობის #3 სამუსიკო სკოლა, ჯანსუღ კახიძის სახელობის #4 სამუსიკო სკოლა, სიონის სამრევლო სკოლასთან არსებული ანსამბლი "მთაწმინდელი", ფოლკლორული ანსამბლი "საუნჯე",ანსამბლი "ბექთარ", ბავშვთა საესტრადო ანსამბლი "აკორდი" ,მუსიკალური სტუდიები: "ნამ", "აპრილ", "სიმღერის სკოლა" და "ლილე" მიიღებენ.
20:00 საათზე პარკში გიგი ადამაშვილის კონცერტი დაიწყება, დასასრულს რუსთაველი ახალგაზრდები პატარებთან ერთად, ცაში მანათობელ ფრანებს გაუშვებენ.