"ახალი მდინარე" რუსთავში

2017-05-31 13:00:10

ქალაქის შემოსასვლელის გარკვეული ნაწილი დატბორილია. წყალი იაღლუჯის ფერდობიდან მოედინება, კვეთს ავტობაზრობას და ქალაქის ქუჩებში გადის. მოსახლეობა აღნიშნული საკითხით დაინტერესების თხოვნით, „ინფო რუსთავს“ არაერთხელ დაუკავშირდა. მე-17 მკრ-ის  მაცხოვრებლების თქმით ქალაქის შემოსავლელიდან მომდინარე წყლით, ეზოები ხშირად იტბორება. მათი თქმით, სიტუაცია განსაკუთრებით მწვავდება ზაფხულში. დატბორილი ტერიტორიის გამო ეზოებში ანტისანიტარიაა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან ქალაქის თვითმმართველობაში, თუმცა პრობლემასთან დაკავშირებით,  რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.