კოსტავას გამზირზე "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი დაახლოებით 20:30 საათზე გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით აალება ავტომობილის სალონში ელექტრო სადენებიდან მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციიც ეკიპაჟები. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.