შატილში დაშავებული რუსთაველის მდგომარეობა

2020-08-21 12:42:45

23 აგვისტოს შატილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული რუსთაველი გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლინი­კის კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლალი ტუ­რძე­ლა­ძემ განუცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდა გოგო კონტაქტურია და ჩურჩულით საუბარიჩ შეუძლია..

"ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია გაცილებით. თუმცა ჯერ-ჯერობით გაწერაზე არ ვსაუბრობთ. სამი დაშავებულიდან ერთს დღეს ან ხვალ გავწერთ. დევსურაშვილი ჯერ-ჯერობით რჩება კლინიკაში, მაგრამ მდგომარეობა უკეთესია. პაციენტი კონტაქტურია და ადეკვატურია. შეუძლია ჩურჩულით საუბარიც",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ლალი ტუ­რძე­ლა­ძემ.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილებს შორის 2 რუსთაველი ახალგაზრდა გოგო იყო, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ხატია დევსურიშვილის დაა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები