"პანიკის დათესვა ნამდვილად არ არის კარგი"

2020-09-20 17:15:22

„კოვიდინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი იმას არ ნიშნავს, რომ გავიქცეთ და „ვაი, რა უნდა გავაკეთოთ ახლა“, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკის დიექტორმა ლევან რატიანმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდულ მატებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ექიმი ინფიცირების შემთხვევების ზრდას ჩატარებული ტესტების რაოდენობას უკავშირებს.

„რაც უფრო მეტი ტესტირება ჩატარდება, უფრო მეტი რაოდენობა გამოვლინდება. პანიკის დათესვა ნამდვილად არ არის კარგი. უბრალოდ უნდა დავიცვათ წესები, გავურთხილდეთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას“, - განაცხადა რატიანმა.

რატიანი მოსახლეობას სიმშივიდისკენ მოუწოდებს და ამბობს რომ „ქართველი ხალხი არ არის განსაცდელში ჩავარდნილი“.