2020-09-20 13:38:43
რუსთავში, ტბაში თევზების დახოცვის მიზეზი, პირველადი ინფორმაციით, ჟანგბადის უკმარისობა გახდა, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქვემო ქართლის სურსათის უვნებლობის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა.
ლიპარტელიანის თქმით, ზუსტი კვლევა საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს ჩატარდება და კვლევის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რუსთავის ცენტრალური პარკის ტბაში თევზები დაიხოცა.
დახოცილი თევზების შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთაველებმა შეატყობინეს.
ადგილზე მისულ საინფორმაციო სააგენტოს გადამღებ ჯგუფს ტბის ზედაპირზე ამოტივტივებული, რამდენიმე ათეული, დიდი და პატარა ზომის, მკვდარი თევზი დახვდა.