მარღანია დაღუპული ბავშვების მშობლებს პასუხობს

2017-05-30 17:52:57

ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ დაღუპული ბავშვების მშობლებს, ანსამბლ „სიხარული 2“-ის ხელმძღვანელი გოგი მარღანია პასუხობს. „მე იქ დანაშაული რომ მქონოდა ძალიან კარგად იცით რომ სასამართლოდან არ გამომიშვებდნენ, მშობლებს უნდა აინტერესებდეთ სიმართლე თუ ჩემი დასჯა?“ აცხადებს მარღანია. ანსამბლის ხელმძღვანელი 2 წლის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას იხსენებს და ამბობს, რომ მას ხანძრის გაჩენის დროს ეძინა. „მე დავიძინე 4-ის ნახევარზე, ეს ამბავი კი მოხდა 5 -ს რომ 10 აკლდა. ისინიც რომ არ ყოფილიყვნენ ქვემოთ, ვისაც ეღვიძა, ალბათ მთლიანად დაიწვებოდა ყველაფერი“. მარღანიამ „ინფო რუსთავთან კომენტარი გააკეთა, სასტმრო „არმაზის“ მეპატრინის თვითმკვლელობასთან დაკავშირებითაც და აღნიშნავს რომ მან იცის ის რაც გავრცელდა მედიაში, კერძოდ კი გარდაცვლილის ადვოკატი აცხადებს რომ, თვითმკვლელობა ბანკის ვალებს უკავშირდება და არა 2 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას.