"კუკუშკას" ცნობილი ვაგონი წაიღეს [video]

2020-09-19 11:48:18

"კუკუშკას" ვაგონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წარმომადგენელმა განუცხადა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტოს მოქალქეებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავში, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ არსებული ე.წ. "კუკუშკას" ტერიტორიაზე, გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობდა. მოქალაქეები გამოთქვამდენენ ვარაუდს, რომ სამუშაოები ვაგონის ჯართში ჩაბარების მიზნით ხორციელდებოდა.

ინფორმაცია ვაგონის ჯართში ჩაბარებასთან დაკავშირებით მესაკუთრე კომპანიის, მეტალურგიული ქარხნის წარმომადგენელმა, რომელიც ადგილზე სამუშაოებს ესწრებოდა, არ დაადასტურა და განაცხადა, რომ ვაგონის სხვა ტერიტორიაზე გადატანა, მისი რეაბილიტირება და დეკორატიული მიზნით გამოყენება იგეგმება.

"შეიღებება, გალამზადება და დაიდგმება საჩვენებლად სხვა ტერიტორიაზე. აქ ჩამომსვლელი და ამის მნახველი არავინ არ არის. ისეთ ადგილას განთავსდება, რომ მოეწონებათ მაცხოვრებლებსაც", - განაცხადა მეტალურგიული ქარხნის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება რელსებს, კომპანიის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულ რელსის გადადნობა არ იგეგმება და მას საწარმო საკუთარი საჭიროებებისთვის გამოიყენებს.

აღსანიშნავია, რომ "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მატარებელი, რომელიც გვირაბში რამდენიმე ათეული წელი იყო გაჩერებული, გასულ წელს, "ქართულმა ფოლადმა" ჯართად გამოიყენა. ტერიტორიიდან, ჯართში ჩაბარების მიზნით, რკინის კარები და ვაგონები გაიტანეს.