"სასტუმროს მეპატრონე თვითმკვლელობამდე პროკურატურამ მიიყვანა" (ვიდეო)

2017-05-30 12:59:07

სასტუმრო „არმაზის“ მეპატრონის თვითმკლველობასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართეს, 2 წლის წინ ამავე სასტუმროში დაღუპული ბავშვების მშობლებმა. მათი განცხადებით, „არმაზის“ მეპატრონე თვითმკვლელობამდე პროკუტრატურამ მიიყვანა. „ჩვენ გვინდოდა მასთან შეხვედრა, როცა ის მოდიოდა ჩვენს სანახავად, ზუსტად მაშინ დააკავეს. ჩვენ სულ ვითხოვდით მისგან მოგვესმინა რა მოხდა, მაგრამ როგორც გვინმარტავდნენ, მას პროკურატურის მხრიდან ჰქონდა ჩვენთან შეხვედრა აკრძალული“- განაცხადა, ერთ-ერთი  დაღუპული ბავშვის მშობელმა. მშობლები საუბრობენ საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებზეც. ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაღუპული ბავშვების მშობლები შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.

სასტუმრო არმაზის მეპატრონემ 2 წლის წინ დამწვარ სასტუმროში თავი  გუშინ მოიკლა.

 

2015 წელს „არმაზში“ გაჩენილ ხანძარს, 3 რუსთაველი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ბავშვები ქორეოგრაფიული ანსამბლ „სიხარული 2“- ის წევრები იყვენენ. ნახეთ ვიდეო.