კოვიდსიტუაცია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

2020-09-18 11:04:39

29 აგვისტოს შემდეგ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მაღალი ტემპით იზრდება. თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენს ქვეყანას რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ინფიცირები ბევრად ნაკლები დადასტურებული შემთხვევა აქვს.

ინფიცირების მაღალი მაჩვენებლით ლიდერი რეგიონში კვლავ რუსეთია, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 6065-ით გაიზარდა და 1 097 251 გახდა. 144-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი. რუსეთში კოვიდ19-ით სულ 19 339 ადამიანი გარდაცვლილი, ხოლო 906 462 გამოჯანმრთელებული.

რუსეთის შემდეგ სტატისტიკურად ყველაზე მეტი ინფიცირებული თურქეთს ჰყავს. ქვეყანაში კორონავირუსის 299 810 შემთხვევაა დდადასტურებული, 7377 გარდაცვალება, გამოჯანმრთელებულია 264 805 ადამიანი.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე  მეტი ინფიცირებული კვლავ სომხეთს ჰყავს. ბოლო 24 საათში სომხეთში ინფიცირებულთა რიცხვი 244-ით გაიზარდა და 47 154 გახდა. ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 2 ადამიანი, საერთო ჯამში სომხეთში 928 გარდაცვლილია. გამოჯანმრთელდა 42 551 ადამიანი.

აზერბაიჯანში კორონავირუსის სულ 39 042დადასტურებული შემთხვევაა. 574 გარდაცვალება, ხოლო 36 601 ადამიანმა კორონავირუსის დამარცხება შეძლო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები