ქუთაისში 2 მუშა გარდაიცვალა

2020-09-17 17:03:14

ქუთაისში, რკინიგზის სადგურზე, დენის დარტყმის შედეგად 2 მუშა გარდაიცვალა, 1 კი დაშავდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მუშები თაბუკაშვილის ქუჩაზე სარკინიგზო ძაბვის სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

როგორც შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის ობიექტებზე უსაფრთოების წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.