მე-15 მიკრორაიონში ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. [ვიდეო/video]
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მე-4 სკოლის ტერიოტრიაზე 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
მათი თქმით, სწორედ დაპირისპირების დროს გაიგეს იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის ხმა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამედიცინო დახმარების გაწევა საჭირო არავისთვის არ გამხდარა.
კრიმინალურმა პოლიციამ რამდენიმე პირი გამოკითხვაზე გადაიყვანა.