რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები და ფეისბუქ რეკლამა [photo]

2020-09-19 00:20:37

1 სექტემბრიდან ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები თუ სუბიექტები ხალხამდე ხმის მისაწვდენად აქტიურად იყენებენ ფეისბუქზე რეკლამის განთავსების ფუნქციას.

საინტერესოა, რა თანხა დახარჯეს ბოლო ერთ თვეში რუსთავში სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატებმა ყველაზე დიდ სოციალურ ქსელში რეკლამის განსათავსებლად.

ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემების მიხედვით, რეკლამის განთავსებაში 16 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე ყველაზე მეტი პარტია ევროპული საქართველოს კანდიდატმა ირმა ნადირაშვილმა დახარჯა.

ირმა ნადირაშვილი - 657$, დამფინანსებელი პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველო".

ნინო ლაცაბიძე - 509$, დამფინანსებელი პარტია "ქართული ოცნება".

დავით კირკიტაძე - 377$, დამფინანსებელი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

გრიგოლ გეგელია - 372$, დამფინანსებელი პარტია "ლელო საქართველოსთვის".

რაც შეეხება რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატებს ბესო ჩუბინიძეს, ვახო მეგრელიშვილსა და ალექსანდრე კობაიძეს, მათ სოციალურ ქსელში პოლიტიკური რეკლამები თავიანთი გვერდების საშუალებით ჯერ-ჯერობით არ განუთავსებიათ, შესაბამისად რეკლამების ბიბლიოთეკაში მათ შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

პოლიტიკური რეკლამების მეტი გამჭირვალობისათვის, არჩევნებში ჩარევის შემცირებისა და დამკვეთის მეტი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობისთვის 7 აგვისტოდან საქართველოში „ფეისბუქის“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა ამოქმედდა, რომელიც ინფორმაციას იმის შესახებ იძლევა, თუ რა თანხა დახარჯა სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ რეკლამაში, რამდენმა ადამიანმა ნახა ის და ვინ არის რეკლამის დამფინანსებელი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები