გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც ქვემო ქართლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, 6-ვე პირის ინფიცირების წყარო ერთია.
,,ჩემი ინფორმაციით, გარდაბანში 6 შემთხვევაა კოვიდინფიცირების, ყველა კვეთაშია ერთმანეთთან და წყარო ინფიცირების ერთია. ვმუშაობთ ამ ერთი კონკრეტული წყაროს კონტაქტების მოძიებაზე. დღეს დილით ლუგარში გარდაბნიდან ჩატანილია 140 ნიმუში და ველოდებით პასუხებს“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.