ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"დღეს დაგვემატა 165 ახალი შემთხვევა. აქედან, 109 აჭარა-ბათუმი, თბილისი 17, სამეგრელო-ზემო სვანეთი ზუგდიდი 9, ქვემო ქართლი გარდაბანი 9, შიდა ქართლი გორი 6, კახეთი გურჯაანი 6, გურია ოზურგეთი 4, იმერეთი ქუთაისი 4, მცხეთა-მთიანეთი 1. ყველაზე ბევრი, 109 გახლავთ აჭარიდან, ესე იგი ბათუმი კვლავ რჩება საყურადღებოდ, სადაც ძალიან დიდი სამუშაოები მიდის", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
არსებული ინფორმაციით გორში გაიმართა 100 კაციანი ქორწილი, რაც შემდეგში უკვე ახალი ინფიცირების გაჩენის წყარო გახდა.