ისნის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში აფეთქება მოხდა. ინფორმაცია "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
„ისანი-სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მოქალაქეს აუფეთქდა სანთებელების სატენი.
ნგრევა და მსხვერპლი არ არის, კიდურების დამწვრობა მიიღო ერთმა მოქალაქემ. დაშავებული კონტაქტურია და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში“, - აცხადებენ უწყებაში.