დაიწყება თუ არა ონლაინ გაკვეთილები

2020-09-11 15:34:20

"სწავლა დაიწყება დისტანციურად, აუცილებლად იქნება ონლაინ გაკვეთილები. სასწავლო პროცესი კი საკლასო ოთახებში 1 ოქტომბერს განახლდება"- ამის შესახებ პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 2 კვირით გადაიდო.

"ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში დაიწყება 1 ოქტომბრიდან. ეს დრო საჭიროა, რომ სწორედ შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები. ამისთვის გვჭირდება ორი კვირა და ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით", - აღნიშნა მან.