ინფიცირებულთა წყაროები და კონტაქტები

2020-09-11 11:04:13

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"87 დადასტურებული შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ. 29 არის ბათუმის შემთხვევა, 24 არის ქუთაისის სკოლის შემთხვევა, 12 პაციენტის წყარო არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 5 მოგზაურობის სიტორიით აჭარაში, 4 არის შემოტანილი შემთხვევა და აქედან 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 3 არის სამედიცინო პერსონალი, 10 პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა მათი წყაროების მოძიების მიზნით", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

87 პაციენტიდან 39 არის აჭარიდან.