უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ წესები, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადეები და დაიცვან დისტანცია. გარდა ამისა, გამკაცრდება დადგენილი რეგულაციების აღსრულების კონტროლი.
„პირბადეების გამოყენება მკაცრად გაკონტროლდება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ. კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს როგორც პოლიცია, ასევე შრომის ინსპექცია. მოგეხსენებათ, პირბადეების ტარება სავალდებულოა მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, დახურულ სივრცეებში, საერთო სარგებლობის ლიფტებში და ა.შ. რისი აღსრულებაც აქტიურად გაკონტროლდება და მიდგომა იქნება მაქსიმალურად მკაცრი. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაიცვან დადგენილი წესები“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.