ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"57 დადასტურებული შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ. 5 არის "დონა"-დან, 14 პაციენტის წყარო არის ქალაქი ბათუმი, 18 პაციენტის წყარო არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 4 პაციენტის წყარო არის აჭარაში მოგზაურობის ისტორია, 3 პაციენტი არის შემოტანილი შემთხვევა და აქედან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 5 არის სამედიცინო პერსონალი, 8 პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა მათი წყაროების მოძიების მიზნით. 57 პაციენტიდან 25 პაციენტის წყარო არის აჭარა", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.