მდინარეში არასრულწლოვანი დაიხრჩო

2020-09-09 16:34:58

ფოთში, მდინარე რიონში არასრულწლოვანი დაიხრჩო.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ბიჭი საბანაოდ შევიდა და დინებამ გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, იგი მარნეულიდანაა და ფოთში სტუმრად იმყოფებოდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.