ინფიცირებულთა წყაროები და კონტაქტები

2020-09-09 11:05:37

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"44 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასეთი გადნაწილებითაა, 7 არის "დონასთან" დაკავშირებული შემთხვევა, 12 არის ბათუმთან დაკავშირებული შემთხვევა, 12 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 არის ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიის მქონე, 5 არის შემოტანილი შემთხვევა, 3 არის სამედიცინო პერსონალი, 3 შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოკვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

44 დადასტურებული შემთხვევიდან 25 არის აჭარიდან, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 2700 პისიარ ტესტი ჩატარდა.