მიხეილ რამიშვილი სატელიტურ კადრებს ასაჯაროებს [photo]

2020-09-09 01:24:38

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სატელიტის კადრების მიხედვით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი 19 და 20 ივლისს ტყეში, სადაც გოგონა გარდაცვლილი ნახეს, არ დგას. ამის შესახებ ადვოკატმა ფორმულას გადაცემაში "პოლიტმეტრი" ისაუბრა.

მისივე მტკიცებით, სწორედ ეს კადრებია უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ბაჩალიაშვილის "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი ტერიტორიაზე მომდევნო დღეებშია მიყვანილი. რამიშვილი აცხადებს, რომ 18 რიცხვში ღრუბლიანი ამინდი იყო, შესაბამისად, რთულია იმის დადგენა, დგას თუ არა მანქანა დროის ამ მონაკვეთში ტყეში.

გარდა ამისა, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მან სატელიტური ფოტოები საკუთარი გზებით მოიპოვა და პროკურატურის მხრიდან აღნიშნული მოთხოვნა ოჯახისთვის ჯერაც არ არის დაკმაყოფილებული.