კახეთში 2 არასრულწლოვან გოგონას ეძებენ. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 13 და 14 წლის გოგონები დები არიან.
ლიკა და მარიამ დემინაშვილები, თელავში, უფრო კონკრეტულად კი სოფელ შაქრიანში, ბებიასთან იმყოფებოდნენ. მარტო დარჩენის შემდეგ სახლიდან გავიდნენ და თელავის მიმართულებით გაემგზავრნენ, მათი კვალი სწორედ ამ ტერიტორიაზე იკარგება.
მოზარდ დებს პოლიცია უკვე რამდენიმე საათია ეძებს.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.