საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ რეკორდულ დღიურ მაჩვენებელს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე გამოეხმაურა.
„მატება, რომ იქნებოდა ფაქტია, რადგან ყველაფერი გაიხსნა. ეს მოსალოდნელი მატებაა, რადგან მთელი საქართველო დასასვენებლად იყო, როგორც აჭარაში ისე სხვადასხვა რეგიონში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა და ვარაუდობს, რომ შემთხვევები კვლავ გაიზრდება.
„არ ვიყოთ იმის იმედზე, რომ ვირუსი შესუსტდა და არ დაავადდებით, ვეცადოთ, რომ არ დაგვემართოს“, - აღნიშნა იმნაძემ.
მისივე თქმით, არ არის საჭირო 400 კაციანი ქორწილის გაკეთება მაშინ, როცა რაოდენობის შემცირება შეგვიძლია.
იმნაძეს განცხადებით, თუ კი წესებს არ დავიცავთ იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ეპიდემიოლოგები ყველა შემთხვევას აღმოაჩენენ, რადგან მათ შესაძლებლობებსაც აქვს გარკვეული ზღვარი.
პაატა იმნაძეს თქმით, კორონავირუსს ბევრი ადამიანი მარტივად გადაიტანს, მაგრამ ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი.
„კი უმეტესობა ვირუსს მარტივად გადაიტანს, მაგრამ მათ თუ არ ჰყავთ ვინმე ქრონიკული დაავადებებით, რომლის მოკვლასაც აპირებს იმიტომ, რომ თვითონ არაფერი მოუვათ და არ უფრთხილდებიან მათ, კიბატონო“,- დასძინა მან.