ინფიცირებულთა წყაროები და კონტაქტები

2020-09-08 11:07:44

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"45 დადასტურებული შემთხვევიდან 3 არის "დონას" კლასტერიდან, 19 გახლავთ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, 4 არის სამედიცინო პერსონალი "ავერსის" კლინიკიდან, 4 არის შემოტანილი შემთხვევა (საიდანაც 1 სატვირთო ავტომობილის მძღოლია), 12 მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 3 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდ კვლევა წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების მიზნით. 45 დადასტურებული შენთხვევიდან 23 უკავშირდება აჭარას, აღნიშნულ 45-ში 5 ჯგუფური შემთხვევაა, რომელიც გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.