ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-09-08 09:45:16

ავარია მსხვერპლით დასრულდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას გორში 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით "ოპელი"-ს მარკის ავტომობილს გარდაცვლილის მამა მართავდა.

მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა.

ავარიის დროს დაშავდა მძღოლი, მისი გადაყვანა უახლოეს კლინიკაში მოხერხდა, მოზარდი კი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.