1 გარდაცვლილი და 3 დაშავებული

2020-09-07 15:09:23

ახალქალაქში, სოფელ კუმურდოს გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, სამი მგზავრი კი დაშავდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გარდაცვლილი ხანდაზმული პირია.

რაც შეეხება დაშავებულებს, ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, კუმურდოს გზაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.