ფონიჭალაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

2020-09-06 00:11:00

ფონიჭალაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 17 და 19 წლის ბიჭები მათივე უბნელმა დაჭრა, დაჭრას კი წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შსს-ში "ინფო რუსტავს" განუცხადეს რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში, წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი პირის, მათ შორის არასწრულწლოვნის მიმართ.

არსებული ინფორმაციით დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საძიებო სამუსაოები მისი დაკავების მიზნით.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.