რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჟინებული მზერისთვის სცემეს

2020-09-07 00:46:41

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჟინებული მზერისთვის სცემეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 3 მამაკაცი 30 წლის ახალგაზრდას ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდა, რომ ის ერთ-ერთი მამაკაცის მეუღლეს ქუჩაში რამდენიმე წუთის განმავლობაში უყურებდა და თვალი გააყოლა.

არსებული ინფორმაციით აღნიშნული ფაქტი ქალის მეუღლის მეგობარმა დაინახა, რის შემდეგაც, საღამოს ახალგაზრდა მამაკაცი ერთერთ ბინაში დაიბარეს, სადაც მას თავდაპირველად ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი გაძარცვეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთავის პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით 3 მამაკაცი დააკავა.