დამოუკიდებლობის დღე რუსთავში

2017-05-26 20:56:36

რუსთავში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. მთავარი ლოკაცია ქალაქის ცენტრალური მოედანი იყო. აქტივობები მოედანზე დილიდან დაიწყო. რუსთაველებს მთელი დღის განმავლობაში, ტრადიციულად, საბრძოლო ტექნიკის დათვალიერება შეეძლოთ. პარალელურ რეჟიმში მოედანზე მიმდინარეობდა კონცერტი, საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. წელს პირველად, ღონისძიებების ფარგლებში, კულინარიული დუეტი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მსახიობებმა და რუსთავის მერმა და მერის მოადგილემ მიიღეს. 26 მაისის აღნიშვნა კონცერტით დასრულდა, მუსიკალური ნომრები ადგილობრივმა და ყველასათვის ნაცნობმა, ესტრადის მომღერლებმა შეასრულეს.