საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

2020-09-04 11:09:49

გლდანში, ცხრასართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ბინაში ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებლი ფართის ნაწილი დაიწვა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, სახლში შემთხვევის დროს არავინ იმყოფებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციითვე, კორპუსიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაცია, მაშველებმა კი ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.

რამ გამოიწვია საცხოვრებელ ბინაში აფეთქება, ჯერჯერობით უცნობია.