საქართველოში მიწისძვრა მოხდა

2020-09-04 09:06:38

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 07:44 საათზე დაფიქსირდა.

ეპიცენტრი ქალაქ ონთან, სოფელ ბაჯიხევში იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ 3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.