"ზომები უნდა გამკაცრდეს"

2020-09-02 11:05:49

მარინა ეზუგბაიას განცხადებით 16 აპრილის შემდეგ კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რიცხვის ასეთი მატება არ ყოფილა.

"დაგვიფიქსირდა 38 ახალი შემთხვევა. აქედან 22 არის ბათუმის საკონდიტრო მაღაზიიდან "დონა", 7 დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 შემოტანილია (აქედან 2 სატვირთოს მძღოლია), 5 პირზე მიმდინარეობს კვლევა მათი კონტაქტების.

16 აპრილის შემედ ეს არის ყველაზე დიდი მატება. უნდა გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმები, ძირითადად იმ ადგილებში სადაც არის სავაჭრო ობიექტები", - მარინა ეზუგბაია.