სუს-ში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

2020-09-01 18:08:06

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" სუს-ში დაუდასტურეს.

როგორც სუს-ის პრესსამსახურში განაცხადეს, კარანტინშია გადაყვანილი უწყების 38 თანამშრომელი, რომელთაც კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, მათ პირველადი ტესტირებით კორონავირუსი არ უდასტურდებათ. პრესსამსახურში ასევე აცხადებენ, რომ სუს-ში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტების წრე სრულად არის შესწავლილი და ის აღარ გაიზრდება.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკვე ჩატარებულია შენობის სადეზინფექციო სამუშაოები.