ამ დროისთვის სახელმწიფოსგან 200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით შესაბამის პორტალზე 1-ელი სექტემბრის 10:00 საათის მონაცემებით, 508 037 მშობელი და 852 915 ბავშვია რეგისტრირებული. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე შესულ განცხადებებზე ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან (1 სექტემბრიდან) იწყება. 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება.