დღეიდან (1-ველი სექტემბრიდან) ამოქმედდა სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებები, რომლის თანახმადაც, მშობლებს არასრულწლოვანი შვილების უძრავ/მოძრავი ქონების განკარგვისთვის სასამართლოს თანხმობა დასჭირდებათ.
ცვლილება არამხოლოდ დეპოზიტს, არამედ არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებასაც ეხება.
სამოქალაქო კოდექსში უკვე გაჩნდა შემდეგი სახის ჩანაწერები: „ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე“.
„ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე“.