არხში ჩავარდნილი კაცი გარდაცვლილი ნახეს

2020-08-30 19:27:28

რუსთავში, მშვიდობის ქუჩის გასწვრივ, სარწყავ არხში გადავარდნილი კაცი მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს. მამაკაცის აქტიური სამძებრო სამუშაოები დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

35 წლამდე კაცი, მცირეწლოვან შვილთან და ასაკოვან მამასთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც ის წყალში გადავარდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურთან ერთად, მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიცია.