მამაკაცი არხში გადავარდა

2020-08-30 18:02:19

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებში, 35 წლის მამაკაცს სარწყავ არხში ეძებენ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე მამასთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც წყალში გადავარდა.

35 წლის კაცის სამძებრო სამუშაოებში მაშველები უკვე ჩაერთნენ. ამასთან, წყლის დონის დასაკლებად გადაკეტეს სარწყავი არხიც.