ჭაში ძმები დაიხრჩვნენ

2020-07-30 15:09:44

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 2 ახალგაზრდა სასმელი წყლის ჭაში დაიხრჩო. გარდაცვლილი 28 და 33 წლის მამაკაცები ძმები არიან.

არსებული ინფორმაციით, უმცროსი ძმა ჭაში მისი დასუფთავების მიზნით ჩავიდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა, გონება დაკარგა და მისი დახმარება უფროსმა ძმამ სცადა.

თვითმხილველების თქმით, ჭის სიღრმე 6 მეტრია.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურები, თუმცა მაშველებს ორივე მამაკაცი უკონტაქტო მდგომარეობაში დახვდათ.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.