რუსთავში მცხოვრებ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

2020-08-30 10:25:43

რუსთავში მცხოვრებ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას ცენტრალური საავადმყოფოს დირექტოტი პაპუნა ბახტაძე აცხადებს რომ - "ღამე შემოიყვანეს მამაკაცი რომელსაც ჰქონდა მაღალი ტემპერატურა. პაციენტი მოვათავსეთ ცხელების ზონაში, მას გაუკეთდა შესაბამისი კვლევა და ტესტირება კოვიდ19-ზე. ტესტის პასუხის მიხედვით მას კორონავირუსი დაუდგინდა. მამაკაცი თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს."

არსებული ინფორმაციით 40 წლამდე მამაკაცი დაცვის სამსახურის თანამშრომელია.