თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში 20 წლის ბიჭი მოულოდნელად გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას დენმა დაარტყა. ის ამავე დაწესებულების თანამშრომელი იყო.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით დაიწყო, რაც შრომითი უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.