რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელ.ენერგია არ მიეწოდება

2020-08-29 12:41:11

რუსთავის მოსახლეობის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს.

ელ.ენერგია არ მიეწოდება მე-14, მე-15 მიკრორაიონებს, ასევე ლეონიძესა და ტაშკენტის ქუჩებს.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, ელ.ენერგიის შეზღუდვა ფიდერის ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია.

მათი თქმით, კომპანიის წარმომადგენლები უკვე მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად და ელექტრო ენერგიის მიწოდება უახლოეს დროში აღდგება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები