ამირან გამყრელიძის განმარტება

2020-08-29 10:48:04

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინას, პირველ ეტაპზე, საქართველოს მოსახლეობის 10-დან 20 პროცენტამდე მიიღებს.

„საკოორდინაციო საბჭოს ბოლო სხდომაზე განხილული იყო ეს საკითხი. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი დავალებები მისცა უწყებებს. უკვე განაცხადი კეთდება საქართველოს მიერ და დიდი იმედი გვაქვს, როდესაც გახდება ხელმისაწვდომი, საქართველოს ექნება ვაქცინა. ლაპარაკია პირველ ეტაპზე მოსახლეობის 10-დან 20 პროცენტის მოცვაზე. ეს არის დაახლოებით 400 000-დან 700 000-მდე ადამიანი. განაცხადი კეთდება დაახლოებით ასეთ მოცულობაზე“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინის მოწოდებაზე საქართველო ვაქცინების გლობალურ ალიანსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.